პრაქტიკა

არსებითი სახელი

ნათესაობითი ბრუნვა: პრაქტიკის

1. თეორიული ცოდნის გამოყენება ცხოვრებაში, კონკრეტულ საქმეში.

პრაქტიკამ დაადასტურა.

2. გამოცდილება, დაოსტატება გარკვეულ საქმეში.

დიდი ხნის პრაქტიკა აქვს.

3. სასწავლო პროცესის ნაწილი, რომელიც გულისხმობს თეორიული ცოდნის გამოყენებას, განმტკიცებას საქმეში(შესაბამის ორგანიზაციაში, ველზე და სხვ.).

სტუდენტური პრაქტიკა. საველე პრაქტიკა.

4. ადამიანთა მოქმედება, რომლითაც ისინი ზეგავლენას ახდენენ ობიექტურ სამყაროზე და გარდაქმნიან მას.

თეორია და პრაქტიკა.

ბმულები

პრაქტიკული