პროგრამა
არსებითი სახელი
ნათესაობითი ბრუნვა: პროგრამის
1. სამომავლო მოქმედების გეგმა.
მუშაობის პროგრამა. კარგად მოფიქრებული პროგრამა.
2. რადიო ან ტელეგადაცემების ჩამონათვალი; სპეციალური ფურცელი ან ბუკლეტი, რომელშიც აღნიშნულია თეატრალური, საკონცერტო და მისთ. წარმოდგენის სათაური, ავტორი, ჩატარების დრო, შემსრულებლები და სხვ.
ცირკის პროგრამა. საკონცერტო პროგრამა.
3. გეგმა, რომლის მიხედვითაც რაიმე მექანიზმი ამა თუ იმ დავალებას ავტომატურად ასრულებს.
კომპიუტერული პროგრამა.
4. სასწავლო საგნის ან კურსის ძირითადი შინაარსის, მეთოდოლოგიის მოკლე აღწერა და მისთ.
საგამოცდო პროგრამა.
ბმულები
პროგრამული