პროექტი

არსებითი სახელი

ნათესაობითი ბრუნვა: პროექტის

1. სპეციალური გეგმა, რომლის მიხედვითაც აშენებენ ან აღადგენენ რაიმე ნაგებობას.

ბინის პროექტი. ტაძრის რეკონსტრუქციის პროექტი.

2. დოკუმენტის, დადგენილების წინასწარი ტექსტი.

პროექტის განხილვა. პროექტში ცვლილებები შეიტანეს.

3. წერილობითი გეგმა, რომელშიც დაწვრილებითაა მოცემული შესასრულებელი სამუშაოს მოცულობა, შესრულების ვადა, საჭირო ფინანსური ხარჯები და სხვ.

პროექტის წარდგენა. პროექტისთვის თანხა გამოიყო.

ბმულები

საპროექტო