პუნქტი
არსებითი სახელი
ნათესაობითი ბრუნვა: პუნქტის
1. გარკვეული დანიშნულების ადგილი, საგანგებო სადგომი.
სათვალთვალო პუნქტი. საექიმო პუნქტი.
2. რაიმე ტექსტის (ოფიციალური დოკუმენტისა და მისთ.) გამოყოფილი და დანომრილი მცირე მონაკვეთი.
ხელშეკრულების მესამე პუნქტი.
იდიომები და მყარი შესიტყვებები
დასახლებული პუნქტი
ადგილი, სადაც ცხოვრობენ: ქალაქი, სოფელი, დაბა და მისთ.