ჟღურტული
არსებითი სახელი (საწყისი)
ნათესაობითი ბრუნვა: ჟღურტულის
ზმნები: ჟღურტულებს
1. ფრინველების სასიამოვნო ხმიანობა, ჩუმი, წყნარი ჭიკჭიკი.
ბეღურების ჟღურტული. ბარტყები ჟღურტულებენ.
2. გადატანითი სასიამოვნო, ხალისიანი საუბარი (ჩვეულებრივ, ბავშვისა).
პატარები ჟღურტულებენ.