რედაქცია
არსებითი სახელი
ნათესაობითი ბრუნვა: რედაქციის
1. დაწესებულება, სადაც ხდება წიგნების, გაზეთებისა და მისთ. დასაბეჭდად მომზადება.
რედაქციაში მუშაობს. გაზეთის რედაქცია.
2. ტექსტის გასწორება, ლიტერატურულად დამუშავება, გამოსაცემად მომზადება.
ხელნაწერის რედაქცია. ტექნიკური რედაქცია.
3. ერთი და იმავე ტექსტის სახესხვაობა.
ხელნაწერის უძველესი რედაქცია.