რეფლექტორი
არსებითი სახელი
ნათესაობითი ბრუნვა: რეფლექტორის
1. სხივების ამრეკლავი ლითონის ან მინის ჩაზნექილი სარკე, იყენებენ ოპტიკურ სისტემებში, ელექტროდანადგარებში.
2. ელექტრული გამათბობელი, რომელსაც სიმხურვალის ამრეკლავი ზედაპირი აქვს.
ზამთარში ოთახს რეფლექტორით ათბობენ.
3. ტელესკოპის ერთ-ერთი სახეობა, რომელსაც სარკიანი ობიექტივი აქვს.