რქა
არსებითი სახელი
ნათესაობითი ბრუნვა: რქის
1. ძვლოვანი წანაზარდი ზოგიერთი ცხოველის თავზე.
ირმის რქა. რქით დაეტაკა.
2. იგივეა, რაც ყანწი.
ღვინით სავსე რქა მიართვეს.
3. ვაზის ერთი წლის ნაზარდი ლერწი.
ვენახს კარგი რქა აქვს.
იდიომები და მყარი შესიტყვებები
სამამულე რქა
ორ კვირტზე გადაჭრილი ლერწი, რომელსაც ვაზს უტოვებენ სამომავლოდ.
ბმულები
რქიანი რქოვანი რქოსანი