რძე
არსებითი სახელი
ნათესაობითი ბრუნვა: რძის
1. ძროხის ან ზოგიერთი სხვა ცხოველის სარძევე ჯირკვლებიდან გამოყოფილი სითხე, რომლისგანაც მზადდება ყველი, კარაქი და სხვა პროდუქტები.
თხის რძე. რძე აადუღა.
2. თეთრი სითხე, რომელიც გამოიყოფა ქალის ან ძუძუმწოვარი ცხოველების სარძევე ჯირკვლებიდან ახალშობილის გამოსაკვებად.
დედის რძე.
3. ზოგიერთი მცენარის თეთრი ან მოყვითალო წვენი.
ლეღვის რძე.
იდიომები და მყარი შესიტყვებები
დედის რძესავით შეერგება
ძალიან არგებს, წაადგება.
ბმულები
რძიანი