სადავე
არსებითი სახელი
ნათესაობითი ბრუნვა: სადავის
აღვირის ნაწილი - ორი, გრძელი თასმა, რომლითაც მხედარი ცხენს მართავს.
იდიომები და მყარი შესიტყვებები
მმართველობის სადავეები
მმართველობის საშუალებები; ძალაუფლება, ხელისუფლება.
სადავის მიშვება
1. ცხენის მიშვება თავის ნებაზე. 2. გადატ. თავისუფლად მოქმედება, ყოველგვარი კანონისა და წესრიგის უგულებელყოფა.