საიდან

ზმნიზედა

1. რა ადგილიდან, რომელი მხრიდან.

საიდან გამოგზავნეს? საიდან დაბრუნდით?

2. როგორ, რანაირად, რა გზით, რა საშუალებით.

საიდან გაგახსენდა ეს ამბავი? საიდან იცი ჩემი მისამართი?

იდიომები და მყარი შესიტყვებები

საიდან სადაო

ეს რა შუაშია, რა სათქმელია (ამბობენ რაიმეს უადგილოდ თქმის დროს).