სამართებელი

არსებითი სახელი

ნათესაობითი ბრუნვა: სამართებლის

1. წვერის საპარსავი დანა.

დალაქის სამართებელი.

2. ყოველგვარი საპარსი მოწყობილობა.

ელექტროსამართებელი. უსაფრთხო სამართებელი.

3. ლითონის სპეციალური, თხელი, დრეკადი ფირფიტა, გამოიყენება საპარსავ ხელსაწყოებში.

იდიომები და მყარი შესიტყვებები

სამართებელივით ენა

ძალიან მწარე ენა.

ბმულები

სამართებლიანი