სამსახური

არსებითი სახელი

ნათესაობითი ბრუნვა: სამსახურის

1. საქმიანობა, რომელიც უპირატესად გონებრივ შრომას გულისხმობს.

სამინისტროში მსახურობს.

2. დაწესებულება, საწარმო, ორგანიზაცია, სადაც ადამიანები მსახურობენ.

სამსახურში წავიდა. სამსახურიდან დაურეკეს. სამსახურს თავს ანებებს.

3. მომსახურების რაიმე დარგი, სფერო.

სამედიცინო სამსახური. მეტეოროლოგიური სამსახური. სამხედრო სამსახური.

4. საქმიანობა, მოღვაწეობა ვინმეს ან რაიმეს სასარგებლოდ.

კარგი სამსახური გაუწია.