სამშვიდობო

ზედსართავი სახელი

ნათესაობითი ბრუნვა: სამშვიდობოს

რაც მშვიდობისთვის კეთდება, მშვიდობისთვის განკუთვნილი, მშვიდობის მომასწავებელი.

სამშვიდობო ხელშეკრულება. სამშვიდობო მოლაპარაკება.

იდიომები და მყარი შესიტყვებები

სამშვიდობოს გავა

გადარჩება, საფრთხე აღარ დაემუქრება.