სანთელი

არსებითი სახელი

ნათესაობითი ბრუნვა: სანთლის

1. ბამბის ძაფზე ჩამოქნილი ცვილი ან სხვა ცხიმოვანი ნივთიერება, გამოიყენება გასანათებლად.

თაფლის სანთელი. სანთელს ანთებს.

2. სამედიცინო პრეპარატი, ცილინდრის ან კონუსის ფორმის მკვრივი ნივთიერება, რომელიც ორგანიზმში ლღვება.

იდიომები და მყარი შესიტყვებები

სანთლით საძებარი

ძნელი საპოვნელი, იშვიათი სანახავი.

ბმულები

სანთელ-საკმეველი სასანთლე