საპატიო

ზედსართავი სახელი

ნათესაობითი ბრუნვა: საპატიოს

1. პატივსაცემი, დასაფასებელი.

საპატიო სტუმარი.

2. საამაყო, სასახელო.

საპატიო მოვალეობა.

3. პატივისცემის ნიშნად არჩეული.

საპატიო მოქალაქე. საპატიო წევრი.

იდიომები და მყარი შესიტყვებები

საპატიო მიზეზი

მიზეზი, რომელიც რაიმეს საპატიებლად გამოდგება.