საქმე
არსებითი სახელი
ნათესაობითი ბრუნვა: საქმის
1. შესასრულებელი, გასაკეთებელი ან უკვე გაკეთებული, შესრულებული რამ.
ბევრი საქმე მაქვს. საზოგადო საქმე.
2. რაიმე შემთხვევა, ამბავი.
ცუდი საქმე დაემართა.
3. მდგომარეობა, ვითარება, გარემოება.
საქმე გამწვავდა.
4. საკითხი, საუბრის საგანი.
საქმე ეხება.
5. სასამართლოს, პროკურატურისა და მისთ. ორგანოთა განხილვის საგანი.
საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვა გადაიდო. გამოუძიებელი საქმეები.
6. [ძირითადად მრავლობითი] საკითხთა ერთობლიობა, რომელსაც განაგებს ხელისუფლების ესა თუ ის უწყება.
შინაგან საქმეთა სამინისტრო. საგარეო საქმეთა მინისტრი.
7. ცოდნის ან მოღვაწეობის სფერო, დარგი, პროფესია.
საზღვაო საქმე. საინჟინრო საქმე.
8. გარკვეული ტიპის საბუთების ერთობლიობა.
მოსწავლის პირადი საქმე.
იდიომები და მყარი შესიტყვებები
რა შენი (ჩვენი) საქმეა!
საუბრული შენ არ გეხება, შენთვის შეუფერებელია.
საქმე ის არის, რომ
მთავარი ის არის, რომ.
საქმე საქმეზე რომ მიდგეს!
საუბრული რაიმეს შესრულების, განხორციელების შესაძლებლობა რომ გაჩნდეს.
საქმეს წინ წაიგდებს
გასაკეთებელი საქმის ნაწილს წინასწარ შეასრულებს.
საქმის კაცი
თავისი საქმის, საქმიანობის, პროფესიის კარგი მცოდნე.
ბმულები
საქმიანი უსაქმო