საღამო
არსებითი სახელი
ნათესაობითი ბრუნვა: საღამოს
1. დღის ბოლო მონაკვეთი, მზის ჩასვლიდან დაღამებამდე.
ზაფხულის საღამო. საღამოს სიგრილე.
2. რაიმე თარიღისადმი მიძღვნილი ან ვინმეს პატივსაცემად მომზადებული სხდომა, საზეიმო ან გასართობი წარმოდგენა, რომელიც საღამოთი იმართება.
საიუბილეო საღამო. შემოქმედებითი საღამო.
იდიომები და მყარი შესიტყვებები
საღამო მშვიდობისა!
მისალმება საღამოთი შეხვედრისას.
ბმულები
საღამოზე საღამოთი საღამოობით საღამოს