საყვარელი
ზედსართავი სახელი (მიმღეობა)
ნათესაობითი ბრუნვა: საყვარლის
1. ვინც ან რაც უყვართ.
საყვარელი პოეტი. საყვარელი საქმე. საყვარელი ფერი.
2. პირი, რომელსაც ქორწინების გარეშე აქვს კავშირი ვინმესთან.
ქმრის საყვარელი.
3. კარგი, სასურველი.
საყვარელი ბავშვი.
ბმულები
სიყვარული