საძირკველი
არსებითი სახელი
ნათესაობითი ბრუნვა: საძირკვლის
1. ნაგებობის მიწისქვეშა საყრდენი ნაწილი, რომელსაც ჩვეულებრივ რკინა-ბეტონით აგებენ.
სახლის საძირკველი. საძირკველი ქვით ამოიყვანა.
2. გადატანითი რაიმეს (ცოდნის, აზრის, მდგომარეობის) საფუძველი.
ცოდნის საძირკველი.
იდიომები და მყარი შესიტყვებები
საძირკველს ჩაუყრის
რაიმეს დააფუძნებს, დააარსებს.