სვეტი
არსებითი სახელი
ნათესაობითი ბრუნვა: სვეტის
1. ვერტიკალურად დადგმული სხვადასხვა მასალის საყრდენი.
აგურის სვეტი. აივნის სვეტი. სვეტზე აცოცდა.
2. სიმაღლეზე აღმართული ხილული ჰაეროვანი მასა ან სითხის ზოლი.
ვერცხლისწყლის სვეტი. კვამლის სვეტი.
3. მოკლე სტრიქონებისგან შემდგარი ნაბეჭდი ტექსტი, რომელიც გვერდის მცირე ნაწილს იკავებს.
გაზეთის ოთხი სვეტი.
ბმულები
სვეტიანი