სინათლე

არსებითი სახელი

ნათესაობითი ბრუნვა: სინათლის

1. მზის სხივებით ან ხელოვნურად წარმოქმნილი ნათება, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია საგნების დანახვა, გამოსახულების მკაფიოდ გარჩევა.

ძლიერი სინათლე. სუსტი სინათლე.

2. გადატანითი სიცხადე, გარკვეულობა.

კამათში სინათლე შემოიტანა.

იდიომები და მყარი შესიტყვებები

სინათლეს მოჰფენს

ნათელს, ცხადს, გასაგებს გახდის.