სისტემა

არსებითი სახელი

ნათესაობითი ბრუნვა: სისტემის

1. მთლიანობა, რომელიც ერთმანეთთან კანონზომიერად დაკავშირებული ნაწილებისგან შედგება.

პლანეტების სისტემა. ნერვული სისტემა.

2. მეცნიერული, პოლიტიკური და სხვა სახის მოძღვრების პრინციპების ერთობლიობა.

3. თანმიმდევრულად გატარებული მეთოდი, წესები, რომელთა მიხედვითაც ხორციელდება რაიმე.

საარჩევნო სისტემა. განათლების სისტემა.

4. საზოგადოებრივი წყობილების ფორმა.

დემოკრატიული სისტემა. კაპიტალისტური სისტემა.

5. ორგანიზაციულად გაერთიანებულ დაწესებულებათა ერთობლიობა.

სამედიცინო სისტემაში შემავალი ინსტიტუტები.

6. რაიმეს ტექნიკური მოწყობილობა, კონსტრუქცია.

ახალი სისტემის მობილური.

ბმულები

სისტემური