სისხლი

არსებითი სახელი

ნათესაობითი ბრუნვა: სისხლის

სასიცოცხლოდ აუცილებელი წითელი ფერის სითხე, რომელიც მიმოიქცევა სისხლძარღვებში და კვებავს ორგანიზმს.

სისხლის მიმოქცევის სისტემა. სისხლის საერთო ანალიზი.

იდიომები და მყარი შესიტყვებები

სისხლში ხელს გაისვრის

ვინმეს მოკლავს, ვინმეს სისხლს დაღვრის.

ჩემი სისხლი და ხორცია

ამბობენ ახლო ნათესავზე.

სისხლი სწყურია

შურისძიება სურს.

სისხლი უდუღს

ენერგიითაა აღსავსე.

სისხლით ნათესავი

ახლო ნათესავი.

სისხლის აღება

სამაგიერო მკვლელობა, შურისძიება.

სისხლის გათეთრება

სისხლის დაავადება, ლეიკოზი.

სისხლის სამართალი

სამართლის ერთ-ერთი დარგი.

სისხლს გაუშრობს

ძალიან შეაწუხებს, მოსვენებას დააკარგვინებს.

სისხლში აქვს

ჩვევად აქვს, თანდაყოლილი აქვს.

ბმულები

სისხლიანი სისხლისმსმელი უსისხლო