სიტყვა

არსებითი სახელი

ნათესაობითი ბრუნვა: სიტყვის

1. ბგერა ან ბგერათა კომპლექსი, რომელსაც ლექსიკური და გრამატიკული მნიშვნელობა აქვს.

ქართული სიტყვები. სიტყვის თქმა. სიტყვების ამოწერა.

2. ხალხის, აუდიტორიის წინაშე საუბარი, საჯარო გამოსვლა.

შესავალი სიტყვა. სიტყვით გამოსვლა.

3. ვინმეს საუბარი, მეტყველება.

სიტყვა გააგრძელა.

4. იგივეა, რაც დაპირება.

სიტყვა არ შეასრულა.

იდიომები და მყარი შესიტყვებები

სიტყვამ მოიტანა

საუბრული ამბობენ, როცა საუბარი ახალ თემაზე გადააქვთ.

სიტყვას არ შეარჩენს

პასუხს გასცემს, არ დაუთმობს.

სიტყვას აძლევს

1. ვინმეს აუდიტორიის წინაშე აზრის გამოთქმის საშუალებას აძლევს. 2. ვინმეს რაიმეს ჰპირდება.

სიტყვას ბანზე აგდებს.

საუბარი სხვა თემაზე გადააქვს.

სიტყვას გადაუკრავს

სათქმელს შეფარვით, არაპირდაპირ ეტყვის.

სიტყვას გატეხს (გადავა)

დანაპირებს არ შეასრულებს.

სიტყვას უკან წაიღებს

ნათქვამზე უარს იტყვის.

სიტყვას შეუბრუნებს

შეეკამათება.

სიტყვას ჩამოაგდებს

რაიმეზე საუბარს დაიწყებს.

სიტყვას ჩამოართმევს

1. ლაპარაკს შეაწყვეტინებს და თვითონ დაიწყებს საუბარს. 2. ვინმეს პირობას დაადებინებს.

ერთი სიტყვით

ამბობენ ნათქვამის შესაჯამებლად.

ვინმეს სიტყვაზე გაივლის

ვინმეს დაუჯერებს, ვინმეს სურვილის მიხედვით მოიქცევა.

თავის სიტყვაზე დგას

თავის გადაწყვეტილებას არ ცვლის.

მისი სიტყვა კანონია

მის სიტყვას დიდი ძალა აქვს.

რა მაგ სიტყვის პასუხია

საუბრული ამბობენ, როდესაც საუბარი განსხვავებულ თემაზე გადააქვთ.

სიტყვა გაუწყდა

თქმა ვეღარ შეძლო.

სიტყვა მოუჭრა

კამათში აჯობა.

სიტყვის კაცი (პატრონი)

ამბობენ ადამიანზე, ვინც თავის ნათქვამს ასრულებს.

ბმულები

უსიტყვო