სკოლა
არსებითი სახელი
ნათესაობითი ბრუნვა: სკოლის
1. სასწავლო დაწესებულება, სადაც გარკვეული დროის განმავლობაში მოსწავლეები განათლებას იღებენ.
საშუალო სკოლა. დაწყებითი სკოლა. სპორტული სკოლა.
2. მიმდინარეობა, მიმართულება მეცნიერების რომელიმე სფეროში, ხელოვნებაში, სპორტში და მისთ., რომელიც რომელიმე ავტორიტეტული მოღვაწის ან მოღვაწეთა ჯგუფის იდეებს ემყარება.
მათემატიკური სკოლა.
3. გადატანითი რაც ცოდნასა და გამოცდილებას სძენს ადამიანს.
ეს შემთხვევა მისთვის კარგი სკოლა იქნება.
ბმულები
სასკოლო