სოლი
არსებითი სახელი
ნათესაობითი ბრუნვა: სოლის
1. მოკლე, მსხვილი ბოლოწაწვეტებული ხის ან რკინის ნაჭერი, იყენებენ ხის გასაპობად ან სალტეების გასამაგრებლად.
მუხის სოლი. დათლილი სოლი.
2. ურმის ბორბლის, მორგვისა და ფერსოს შემაკავშირებელი ღერო.
სოლები მორგვშია ჩარჭობილი.