სული
არსებითი სახელი
ნათესაობითი ბრუნვა: სულის
1. რაც სხეულთან ერთად ქმნის ადამიანის არსებას და, მორწმუნეთა აზრით, ადამიანის სიკვდილის შემდეგაც განაგრძობს არსებობას.
სულის უკვდავება.
2. პიროვნების ფსიქიკური თვისებების (ცნობიერების, გრძნობის, განცდის, მიდრეკილებების) ერთობლიობა, რომელიც განსაზღვრავს მის ქმედებას.
სულის სიმშვიდე მოიპოვა.
3. იდეალისტურ ფილოსოფიაში არამატერიალისტური საწყისი, რომელიც წარმოადგენს ბუნების, საგნებისა და მოვლენების მამოძრავებელ ძალას.
4. ზებუნებრივი არსება.
ბოროტი სული. ავი სული.
5. ამოსუნთქული ჰაერი.
სული შეუბერა.
6. ცალკეული ადამიანი ან ცხოველი (თვლის დროს).
სახლში ოთხი სული ვცხოვრობთ.
იდიომები და მყარი შესიტყვებები
ერთი სული აქვს
საუბრული ვერ ითმენს, ძალიან ეჩქარება.
მიწამდე სული არ დაჰყვება
საიდანმე გადმოვარდნილი ცოცხალი ვერ მიაღწევს მიწამდე, მოკვდება.
რა გინდა, სულო და გულო, რომ იქ არ იყოს!
ამბობენ, როცა ბევრი სხვადასხვანაირი საჭმელ-სასმელია სუფრაზე.
სულზე მიუსწრო
ბოლო მომენტში მივიდა, უკანასკნელ წუთზე უშველა.
სული კბილით უჭირავს
თავს ძლივს იკავებს.
სული მისდის
რაიმეს ძლიერი სურვილი აქვს, ვერ ითმენს.
სული უდგას
საუბრული ცოცხლობს.
სული შეეხუთება
სუნთქვა გაუძნელდება.
სული წასძლევს
ცდუნებას აჰყვება, შეცდება.
სულით ავადმყოფი
ფსიქიკურად დაავადებული.
სულით ხორცამდე
მთელი არსებით.
სულითა და გულით
დიდი გრძნობით, დიდი მონდომებით.
სულიც გასძრომია
საუბრული არ მენაღვლება, თუნდაც მოკვდეს.
სულს ამოართმევს//ამოხდის
ძალიან გააწვალებს, გააწამებს.
სულს ამოხდის
წამებით, ტანჯვით სიკვდილის პირამდე მიიყვანს, მოკლავს.
სულს დალევს
გარდაიცვლება, მოკვდება.
სულს მოიბრუნებს (მოითქვამს)
შეისვენებს.
სულს მოითქვამს
ცოტათი დაისვენებს.
სულს უხუთავს
ძალიან ავიწროვებს, ზღუდავს.
სულს ღაფავს
სიკვდილის პირასაა.
სულში ჩაიძვრენს
ძალიან ეყვარება, განსაკუთრებულ მზრუნველობას გამოიჩენს.
შენი (მისი) სული ჩემს ხელშია!
საუბრული რასაც მინდა, იმას გიზამ!.
ბმულები
უსულო