სუსტი
ზედსართავი სახელი
ნათესაობითი ბრუნვა: სუსტის
1. ვინც ძლიერი არ არის, უღონო.
სუსტი ბავშვი. სუსტი ცხენი.
2. გამხდარი.
სუსტი მოხუცი. სუსტი ხელები.
3. განუვითარებელი, ჩამორჩენილი.
სუსტი გონება. სუსტი მეხსიერება.
4. დაბალი ძაბვის, სიმძლავრის მქონე.
სუსტი ენერგია. სუსტი დენი.
5. ვისაც სათანადო უნარი, შესაძლებლობები არა აქვს.
სუსტი მოსწავლე. სუსტი ხელმძღვანელი.
იდიომები და მყარი შესიტყვებები
სუსტი მხარე
ნაკლი, ხარვეზი.