სუფთა
ზედსართავი სახელი
ნათესაობითი ბრუნვა: სუფთის
1. რასაც ჭუჭყი არა აქვს, გაწმენდილი, გარეცხილი, დალაგებული, დაგვილი.
სუფთა ფანჯარა. სუფთა ოთახი. სუფთა ჩასაცმელი.
2. რაც ჯერ არ გამოუყენებიათ, არ დაუსვრიათ.
სუფთა ფურცელი. სუფთა დაფა. სუფთა კედლები.
3. გადატანითი კარგად, ოსტატურად გაკეთებული რაიმე.
სუფთა ნაკერი. სუფთა ნაწერი.
4. რაშიც ჭუჭყი ან სხვა რაიმე მინარევები არ არის, წმინდა.
სუფთა შალი. სუფთა წყალი.
ბმულები
სუფთად