სქელი

ზედსართავი სახელი

ნათესაობითი ბრუნვა: სქელის

1. რასაც დიდი სისქე(1)აქვს.

სქელი კედლები. სქელი ფიცრები.

2. რასაც ცოტა წყალი, წვენი აქვს.

სქელი ტყემალი. სქელი ფაფა.

3. ხშირი, უხეში.

სქელი თმა. სქელი ძაფი.

4. საუბრული იგივეა, რაც მსუქანი.

სქელი ქალი.

იდიომები და მყარი შესიტყვებები

სქელი ჯიბის პატრონი

საუბრული ფულიანი, მდიდარი ადამიანი.

ბმულები

სქელ-სქელი სქლად