ტარება

არსებითი სახელი (საწყისი)

ნათესაობითი ბრუნვა: ტარების

ზმნები: ატარებს უტარებს ატარებინებს

1. წაღებ-წამოღება ან წაყვან-წამოყვანა.

საბუთებს საქაღალდით ატარებს. სკოლაში ზურგჩანთას ატარებს.

2. ტრანსპორტის მართვა, წაყვანა.

მანქანის ტარება. ველოსიპედს კარგად ატარებს.

3. მუდმივად, მეტწილად თან ქონა, ხმარება (ტანსაცმლისა, რაიმე ნივთისა და სხვ.).

ქოლგის ტარება არ უყვარს. ხელჯოხს ატარებს.

იდიომები და მყარი შესიტყვებები

ამა თუ იმ (ან ვინმეს) სახელს ატარებს

ესა თუ ის (ან ვინმეს) სახელი ჰქვია.