ტოტი
არსებითი სახელი
ნათესაობითი ბრუნვა: ტოტის
1. ხის ან ბუჩქის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი, ტანიდან ან ძირიდან ამოზრდილი ღერო, რომელზეც ვითარდება ფოთლები, ყვავილები, ნაყოფი.
ვაშლის ტოტი. გამხმარი ტოტი.
2. მდინარის განშტოება.
არაგვის ტოტი.
3. იგივეა, რაც ტორი.
4. [ძირითადად მრავლობითი] შარვლის ნაწილი, რომელშიც ფეხს უყრიან.
ტოტები აიკეცა.