ტრიბუნა
არსებითი სახელი
ნათესაობითი ბრუნვა: ტრიბუნის
1. საგანგებოდ მოწყობილი ამაღლებული ადგილი ორატორისათვის.
ტრიბუნიდან ხალხს მიმართა. ტრიბუნასთან დადგა.
2. სტადიონის ნაწილი, სადაც განლაგებულია საფეხურების მსგავსი ამაღლებული რიგები მაყურებლების დასასხდომად.
ტრიბუნები გულშემატკივრებით აივსო. ტრიბუნებიდან გამამხნევებელი შეძახილები ისმის.