ტყვია
არსებითი სახელი
ნათესაობითი ბრუნვა: ტყვიის
1. ტექნიკური მონაცრისფრო-მოცისფრო მძიმე ლითონი.
ტყვიის შენადნობი. ბუნებრივი ტყვია.
2. ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნის ასაფეთქებელი ნაწილი, რომელიც მიზნის დასაზიანებლადაა განკუთვნილი.
ავტომატის ტყვია. რეზინის ტყვიით დაჭრილი.
იდიომები და მყარი შესიტყვებები
გულზე ტყვიასავით მოხვდა
გაგონილმა ძალიან შეაწუხა.
ტყვიასავით გავარდა
ძალიან სწრაფად წავიდა.