ულვაში

არსებითი სახელი

ნათესაობითი ბრუნვა: ულვაშის

1. თმა ადამიანის ზედა ტუჩის ირგვლივ.

გრძელი ულვაშები. ულვაში გაიპარსა.

2. ზოგიერთი ცხოველის ტუჩზე გრძელი, მაგარი ბეწვი ან ერთგვარი წანაზარდი.

ვეშაპის ულვაში. კატის ულვაში.

3. წანაზარდი ზოგიერთი მწერის თავზე, რომელიც შეხების, მოძრაობის, ყნოსვის ორგანოს წარმოადგენს.

ხოჭოს ულვაშები.

4. ზოგიერთი მცენარის ძაფისებური წანაზარდი, რომლითაც იგი ეხვევა და ემაგრება სხვა მცენარეს.

ვაზის ულვაში.

იდიომები და მყარი შესიტყვებები

ულვაშებში ჩაიცინებს

ოდნავ, თითქმის შეუმჩნევლად გაიღიმებს.

შეგირცხვეს ულვაში

ეუბნებიან მამაკაცს უღირსი საქციელის გამო.

ბმულები

საულვაშე ულვაშა ულვაშიანი