უღელი

არსებითი სახელი

ნათესაობითი ბრუნვა: უღლის

1. გათლილი ძელი, რომელსაც გამწევ პირუტყვს ქედზე ადგამენ ურემში ან გუთანში შესაბმელად.

კამეჩს უღელი დაადგეს.

2. წყვილი ხარ-კამეჩი.

ორი უღელი ხარ-კამეჩი.

იდიომები და მყარი შესიტყვებები

უღელში თავის გაყოფა

დიდ საქმეს შეჭიდება.

ნიგვზის უღელი

ნიგვზის ლებნებს შორის მოთავსებული თხელი ფირფიტა.

უღლის დადგმა (კისერზე)

გადატ. დაქორწინება.

ღორის უღელი

ცხოველების კისერზე გასაკეთებელი მოგრძო ჯოხი, რომელიც ღობეში გაძვრომას უშლის ხელს.

ბმულები

უღლიანი