ფანჩატური

არსებითი სახელი

ნათესაობითი ბრუნვა: ფანჩატურის

1. მზის სხივებისგან დამცავი უკედლო ბოძებზე გამართული საჩრდილებელი, რომელიც გადახურულია ცოცხალი ტოტებითა და ფოთლებით.

ფანჩატურის ქვეშ გაშალეს სუფრა.

2. ბოძებზე დაყრდნობილი, მსუბუქი კონსტრუქციის ნაგებობა დასასვენებლად.

ფანჩატურში დასხდნენ. ფანჩატურს მზე მიადგა.