ფესვი

არსებითი სახელი

ნათესაობითი ბრუნვა: ფესვის

1. მცენარის ერთ-ერთი ძირითადი ორგანო, მიწისქვეშა ნაწილი, რომლის მეშვეობითაც იღებს საზრდოს.

2. კბილის ის ნაწილი, რომელიც მოთავსებულია ყბის ძვალში.

ფესვი დაუჩირქდა.

3. სიდიდე, რომელიც მისი ამა თუ იმ ხარისხში აყვანის დროს ახალ რიცხვს იძლევა.

კვადრატული ფესვი. კუბური ფესვი.

4. წარმომავლობა, ძირი.

ჩემი ფესვები საქართველოშია.

იდიომები და მყარი შესიტყვებები

ფესვს გაიდგამს

გაძლიერდება, მყარად დამკვიდრდება.

ბმულები

უფესვო ფესვგადგმული ფესვიანი ფესვმაგარი