ფეხი
არსებითი სახელი
ნათესაობითი ბრუნვა: ფეხის
1. ადამიანისა და ცხოველის საყრდენი და სასიარულო ორგანო.
შიშველი ფეხი. სამსახურში ფეხით დადის.
2. რაიმე საგნის, ნივთის, ავეჯის საყრდენი.
სკამის ფეხი. სასმისის ფეხი.
3. იგივეა, რაც სასხლეტი.
თოფი ფეხზე შეაყენა.
იდიომები და მყარი შესიტყვებები
ფეხს არ იცვლის
ერთ ადგილზე დგას, არ მიდის.
ფასს ფეხს არ უცვლის
არაფრით არ აკლებს.
ფეხები გაფშიკა
საუბრული მოკვდა.
ფეხებში ჩაუვარდება
შეეხვეწება, ძალიან სთხოვს.
ფეხზე დადგება
გაძლიერდება, წინ წამოიწევს.
ფეხზე წამოაყენებს
სიღარიბისგან იხსნის, მოაძლიერებს.
ფეხზე ჰკიდია
საუბრული მისთვის სულ ერთია, არ ენაღვლება, არ აწუხებს.
ფეხზეა
ლოგინიდან უკვე ამდგარია, აღარ წევს.
ფეხი უკანა რჩება
წასვლა არ უნდა, ეძნელება.
ფეხის ხმას აჰყვება
სხვისი მიბაძვით იმოქმედებს.
ფეხს აიდგამს
ბავშვი სიარულს ისწავლის.
ფეხს ამოიკვეთს
აღარ მიდის ვინმესთან, სადმე.
ფეხს ვერ აუქცევს
ვერ გაივლის, გაუჭირდება გავლა სიმჭიდროვეში, ბევრ ხალხში.
ფეხს ვერ მოადგამს
ვერ გაბედავს მოსვლას.
ფეხს მოიკიდებს
პოზიცია გაიმაგრებს, სადმე დამკვიდრდება.
ფეხს შემოადგამს
შემოვა.
ფეხქვეშ გაეგება
საუბრული ვინმეს მიმართ გადამეტებულ პატივისცემას გამოხატავს.
ბმულები
საფეხური უფეხო ფეხდაფეხ ფეხიანი ფეხმორთხმული ფეხშიშველი