ფიგურა

არსებითი სახელი

ნათესაობითი ბრუნვა: ფიგურის

1. ადამიანის ტანი, აღნაგობა.

მთელი ფიგურით აღიმართა.

2. მათემატიკა შეკრული ხაზით ან ზედაპირით შემოსაზღვრული სიბრტყის ან სივრცის ნაწილი.

გეომეტრიული ფიგურა.

3. სიმბოლური საგანი საჭადრაკო დაფაზე.

ფიგურა მოუკლა.

4. პოზა, რომელსაც იღებს ვინმე ან რაიმე გარკვეული მოძრაობის (ცეკვის, სრიალის, ფრენისა და მისთ.) დროს.

უმაღლესი პილოტაჟის ფიგურა.

5. ადამიანის ან ცხოველის ქანდაკება.

ბრინჯაოს ფიგურა.

6. გადატანითი მნიშვნელოვანი პიროვნება.

დიდი ფიგურა.