ფრთა
არსებითი სახელი
ნათესაობითი ბრუნვა: ფრთის
1. ფრინველის, მწერის საფრენი ორგანო.
ქათმის ფრთა. არწივებმა ფრთები დაკეცეს. ცალი ფრთა.
2. საფრენი ან სხვა მოძრავი აპარატის ნაწილი.
თვითმფრინავის ფრთა.
3. დიდი ბუმბული.
ბატის ფრთა.
4. ფრინველის რაოდენობის საზომი.
ასი ფრთა ქათამი.
იდიომები და მყარი შესიტყვებები
ფრთებს გაშლის
სწრაფად განვითარდება, თავისუფლებას იგრძნობს.
ფრთებს შეასხამს
გაახარებს, შეაგულიანებს, გაათამამებს.
ფრთის ქვეშ ჯდომა
ვინმეს მფარველობაში ყოფნა.
ბმულები
ფრთამალი ფრთამოქცეული ფრთაფარფატა ფრთაშეკვეცილი ფრთებჩამოყრილი