ფუძე

არსებითი სახელი

ნათესაობითი ბრუნვა: ფუძის

1. იგივეა, რაც საძირკველი.

სახლის ფუძე.

2. ვინმეს წარმომავლობის ადგილი, სადაც არის ან იყო წინაპართა სახლი, კერა.

ამ გვარის ფუძე იმერეთშია. მამისეული ფუძე.

3. სიტყვის ძირითადი ნაწილი, რომელსაც უკავშირდება სიტყვის საგნობრივი მნიშვნელობა.

იდიომები და მყარი შესიტყვებები

ფუძის ანგელოზი

ხალხური რწმენით სახლისა და ოჯახის მფარველი ღვთაება.