ქსელი

არსებითი სახელი

ნათესაობითი ბრუნვა: ქსელის

1. საქსოვ დაზგაზე გაჭიმული ძაფები.

2. ერთმანეთთან დაკავშირებული საკომუნიკაციო არხების, სადენების, კაბელების, გზების, მილების სისტემა.

სატელეფონო ქსელი. სარკინიგზო ქსელი.

3. ერთგვაროვან დაწესებულებათა (კომპანიების, ორგანიზაციების) ერთობლიობა.

სადისტრიბუციო ქსელი. სავაჭრო ქსელი.

4. ობობას მიერ მწერების საჭერად გაკეთებული ძაფების ხლართი - აბლაბუდა.

ბუზი ობობას ქსელში გაება.

იდიომები და მყარი შესიტყვებები

ქსელში გაბმა

არასასიამოვნო, ცუდ საქმეში გახვევა.

ბმულები

ქსელური