ქურა
არსებითი სახელი
ნათესაობითი ბრუნვა: ქურის
1. სპეციალური ფოლადის ღუმელი, რომელიც გამოიყენება ლითონის გამოსადნობად, მინის გასალღობად, კერამიკული ნაკეთობების გამოსაწვავად.
თიხის ქურა. მჭედლის ქურა.
2. საყოფაცხოვრებო დანიშნულების მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება გასათბობად ან საჭმლის მოსამზადებლად.
გაზის ქურა.