ღმერთი

არსებითი სახელი

ნათესაობითი ბრუნვა: ღმერთის, ღვთის

უზენაესი არსება, რომელმაც შექმნა სამყარო და განაგებს მას.

იდიომები და მყარი შესიტყვებები

თუ ღმერთი გწამს!

საუბრული თხოვნის გამომხატველი მიმართვა.

მადლობა ღმერთს

კმაყოფილების გამომხატველი გამოთქმა.

რა ღმერთი უწყრება?

საუბრული რა ემართება?.

ღვთის ანაბარად

მარტო, უპატრონოდ, მხოლოდ ღმერთის იმედად დარჩენა.

ღვთის გლახა

საუბრული საცოდავი, უხეირო, მოუხერხებელი.

ღვთის პირიდან გადავარდნილი

საუბრული დაწყევლილი, შეჩვენებული, შერისხული.

ღმერთმა იცის (ღმერთმა უწყის)

საუბრული არავინ იცის, გაურკვეველია.

ღმერთო ჩემო!

საუბრული წუხილის, გაკვირვების, გაოცების გამომხატველი გამოთქმა.

ბმულები

საღმრთო