ღრიჭინი

არსებითი სახელი (საწყისი)

ნათესაობითი ბრუნვა: ღრიჭინის

ზმნები: ღრიჭინებს ეღრიჭინება

1. მყარი საგნების ერთმანეთზე გახახუნებისას გამოცემული ხმა (ჩვეულებრივ ახასიათებს ღერძზე მბრუნავ საგანს), ღრჭიალი.

ღრიჭინი მოისმა. კარი ღრიჭინებს.

2. გადატანითი იგივეა, რაც ღრიტინი(2).

ამდენი ღრიჭინი მობეზრდა.