ყელი

არსებითი სახელი

ნათესაობითი ბრუნვა: ყელის

1. კისრის წინა ნაწილი.

ყელი შეიხვია. ყელზე სათბური დაადეს.

2. ხახისა და საყლაპავის შეერთების ადგილი პირის ღრუში.

ყელში სოდიანი წყალი გამოივლო. ყელი გაწითლებული აქვს. ყელი გაუცივდა.

3. იგივეა, რაც კისერი.

ყელზე შარფი შემოიხვია.

4. ზოგიერთი ჭურჭლის ზედა შევიწროებული ნაწილი.

ქვევრის ყელი. დოქის ყელი.

5. ფეხსაცმლის ან წინდის კოჭსზევითა ნაწილი.

ჩექმის ყელი.

6. ხმელეთის დიდი ნაწილების ზღვაში შემაერთებელი ან წყალსატევების გამყოფი მიწის ვიწრო ზოლი.

სუეცის ყელი. პანამის ყელი.

7. წისქვილის ზედა ქვის ნახვრეტი, რომელშიც მარცვალი ცვივა.

წისქვილის ყელი.

იდიომები და მყარი შესიტყვებები

გული ყელში ებჯინება

ძალიან აღელვებულია, ბრაზობს.

ყელამდე სავსე

მდიდარი, ყველაფრის მქონე.

ყელზე დაადგება

1. გადაყლაპვა გაუჭირდება; 2. არ შეერგება.

ყელს გაისველებს

სასმელს ოდნავ მოსვამს.

ყელს გამოსჭრის

1. დაკლავს. 2. უღალატებს.

ყელს მოიღერებს

თავს მოიწონებს.

ყელში ამოადენს

დააყვედრებს.

ბმულები

უყელო ყელ-ყური ყელიანი