შადრევანი

არსებითი სახელი

ნათესაობითი ბრუნვა: შადრევნის

1. დეკორატიული ნაგებობა მილების სისტემით, რომლითაც წყლის ნაკადი წნევის ძალით ზევით ამოიტყორცნება.

სასმელი წყლის შადრევანი. მომღერალი შადრევნები.

2. რაიმე სითხის ძლიერი ნაკადი, რომელიც წნევის ძალით ზევით ამოიტყორცნება მილიდან ან ხვრელიდან.

ნავთობის შადრევანი.