შეგდება

არსებითი სახელი (საწყისი)

ნათესაობითი ბრუნვა: შეგდების

ზმნები: შეაგდებს შეუგდებს

1. სროლა ზევით, შიგნით ან ქვეშ.

ქუდი ჰაერში შეაგდო. ქაღალდი ღუმელში შეაგდო. ყუთი საწოლის ქვეშ შეაგდო.

2. ვინმეს ან რაიმეს (ცხოველის) იძულება, რომ შევიდეს.

ბავშვი ოთახში შეაგდო. ძროხა ბაკში შეაგდო.